COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 16 ათასს აჭარბებს

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების 16 424 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9026 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 198 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 534 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე დროს 307 პაციენტი გაეწერა მკურნალობის დასრულების შემდეგ, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, მათმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.

როდის და როგორ დაბრუნდებიან აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოდან სამშობლოში

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების 16 424 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9026 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 198 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო რეჟიმის კლინიკებში მკურნალობას COVID-19-ით დაავადებული 7200 ადამიანი აგრძელებს.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 468 967 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 7106 - გასულ დღე-ღამეს.