თემქაზე მამაკაცი მე-7 სართულიდან გადახტა: რა მოხდა ტრაგედიამდე

მამაკაცმა დაჭრა პატრულ-ინსპექტორი, შემდეგ კი ის კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადახტა. პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. თემქაზე ოჯახური კონფლიქტის გამო გამოძახებული საპატრულო ეკიპაჟის ერთი წევრი დაჭრილია, ხოლო მამაკაცი, რომელმაც პოლიციელი დაჭრა, მეშვიდე სართულიდან გადახტა, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„112“-ს დროებით ვერ დაუკავშირდებით: მართვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში. ამ დროს შეტყობინების ინიციატორის მეუღლე - 35 წლის გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორი დ.ბ. მარცხენა ზედა კიდურის არეში ცივი იარაღით დაჭრა. შემდეგ გ.კ. მეშვიდე სართულზე ავიდა და სადარბაზოს სართულიდან გადახტა. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აცხადებენ უწყებაში.

რა გახდა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.