COVID-19 - ბოლო ცნობები

იქნება თუ არა ეფექტური კორონავირუსის ვაქცინა – ბილ გეიტსი რისკის შესახებ

მილიარდერის განცხადებით, ვაქცინის შემქმნელები ფსონს დებენ აცრილებზე და ასევე იმაზე, რომ ინფექცია მათგან სხვებს არ გადაედოს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ადამიანებს აფრთხილებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება არაეფექტური იყოს.

კერძოდ, მილიარდერმა განმარტა, რომ მეცნიერები ცდილობენ შექმნან ვაქცინა, რომელიც არა მარტო აღკვეთს თვითონ აცრილის ინფიცირებას, არამედ ასევე შეაჩერებს ინფექციის მისგან სხვა ადამიანებზე გადატანას.

დაჩიპავს თუ არა მილიარდერი კაცობრიობას: ბილ გეიტსი კომენტარს აკეთებს

„გარანტირებული არაა, რომ ვაქცინა იდეალურად დაბლოკავს ინფექციის გადაცემას", – აღნიშნა გეიტსმა ტელეარხ CNN-ის ეთერში.

ამავდროულად გეიტსმა აღნიშნა, რომ საშიშ ვირუსზე ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხი ეფექტურია. მისი აზრით, გამომუშავებულ იმუნიტეტს შეუძლია დაიცვას ადამიანი ხელმეორე ინფიცირებისგან სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში.

გეიტსი ჯერ კიდევ აპრილში მსჯელობდა იმის შესახებ, თუ როდის და როგორ შეძლებდა მსოფლიო ჩვეულებრივ ცხოვრებას დაბრუნებოდა პანდემიის შემდეგ. მისი აზრით, დედამიწის მოსახლეობას ეპიდემიის შედეგებთან გამკლავებისთვის ერთიდან ორ წლამდე დასჭირდება.

თუ გგონიათ რომ „გჩიპავენ", ვაქცინას ნუ გაიკეთებთ: იმნაძე მოსახლეობას>>

ცნობილია, რომ ბილ გეიტსმა მეუღლე მელინდასთან ერთად COVID-19-თან ბრძოლას 100 მლნ დოლარი შესწირა.