მსოფლიო დღეს

კორონავირუსით ინფიცირების გამო: ყაზახეთის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი მოხსნა

ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა 14 ივნისს განაცხადა, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირდა, რის შემდეგაც სტაციონარში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ელჟან ბირტანოვი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. 

ყაზახეთში ერთ დღეში COVID-19-ის 428 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ტოკაევმა შესაბამის ბრძანებულებას უკვე მოაწერა ხელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბირტანოვმა 14 ივნისს განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა, რის გამოც ის ინფექციურ სტაციონარში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

„სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, ელჟან ბირტანოვი გათავისუფლებულია რესპუბლიკა ყაზახეთის ჯამრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობიდან“, — ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პრეზიდენტის სხვა ბრძანებულებით ჯანდაცვის მინისტრად ალექსეი ცოი დაინიშნა, რომელიც მანამდე მინისტრის პირველი მოადგილე იყო.