მსოფლიო დღეს

ჯანმო კორონავირუსით ინფიცირების ახალ ზღვარს ასახელებს

ჯანმოს გენერალური დირექტორი პირველი რიგის ამოცანად მძიმე ავადმყოფების ჟანგბადით უზრუნველყოფას მიიჩნევს.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მომდევნო კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში ათ მილიონ ადამიანს გადააჭარბებს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა. 

სიხარულის მიზეზი გვაქვს: ჯანმო პრეპარატის წარმოების გაზრდას მოითხოვს
„ეპიდემიის აფეთქების პირველ თვეში ინფიცირების ათი ათას შემთხვევაზე იყო ლაპარაკი, ხოლო ბოლო თვეში ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია“, — განაცხადა გებრეიესუსმა. 

ჯანმოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნებს, ყველაფერი გააკეთონ კორონავირუსთან ბრძოლისთვის. მისი აზრით, პირველ რიგში აუცილებელია მძიმე ავადმყოფების ჟანგბადით უზრუნველყოფა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 9 431 973 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაიცვალა 482 805 და განიკურნა 4 746 836 ადამიანი.