თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას სამშაბათს, 30 ივნისს განაახლებს, ნათქვამია დელფინარიუმის განცხადებაში.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დელფინების შოუს დროს გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. შოუ-პროგრამები ჩატარდება ნებისმიერ ამინდში, მაგრამ დელფინებთან ცურვა მომდევნო თვეებში გაუქმებულია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბილეთები სოციალური დაცვის გათვალისწინებით გაიყიდება – ერთი ადგილის გამოტოვებით. ამასთან, ადმინისტრაცია სტუმრებს მოუწოდებს, დაიცვან დისტანცია და მიჰყვნენ რეკომენდაციებს, რომლებიც მითითებულია დელფინარიუმის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სპეციალურ ნიშნებზე.
ბათუმის დელფინარიუმის ისტორია 1975 წელს იწყება. ის პირველი საჩვენებელი დელფინარიუმი იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს ყველაზე დიდ დელფინარიუმთა რიგებს განეკუთვნებოდა.
რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1990-იან წლებში დელფინარიუმი დაიხურა. მან მუშაობა ბათუმში მხოლოდ 20 წლის შემდეგ განაახლა.