ყვითელი ამბები

დააკავეს თუ არა გია სურამელაშვილი - მომღერლის კომენტარი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გია სურამელაშვილი გუშინ, გვიან ღამით რესტორან „მეგრულში" დააკავეს,  სადაც მომღერლები პროდიუსერის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. მომღერალი გია სურამელაშვილი არ ადასტურებს, რომ გუშინ რესტორან „მეგრულში" მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ქეთა თოფურია: როცა დაიწყო პანდემია და სახლში დავჯექით, მე ვიყავი ბედნიერი

გია სურამელაშვილის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„რა გჭირთ, რა არის, მთელი ქვეყანა მირეკავს, არ ვარ დაკავებული, არც ვყოფილვარ, აივნიდან ვიყურებოდი, როგორ დააკავეს ჩემი თანამშრომლები. ვინ გადამიყვანა, ვის აქვს უფლება? ზემოდან ვიყურებოდი, პატრული დაესია მძღოლებს და წაიყვანეს ხალხი“, - განაცხადა მომღერალმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გია სურამელაშვილი გუშინ, გვიან ღამით რესტორან „მეგრულში" დააკავეს, სადაც ცნობილი მომღერლები პროდიუსერ ჯიმი მაქაცარიას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.