ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

„ხსოვნის სანთელი“: დიდი სამამაულო ომის წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია - ფოტო

Sputnik

„ოცდაორი ივნისი, ზუსტად 4 საათი...“ - ეს სიტყვები და მათი გამჟღერებელი ხმა პოსტსაბჭოთა სივრცეში თითქმის ყველამ იცის. მათი მოსმენა შესაძლებელი იყო უამრავ ფილმში, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში უსაშინლესი ომის შესახებ გადაიღეს.

ყოფილი სსრკ-ის ყველა რესპუბლიკიდან, მათ შორის საქართველოდან, ფრონტზე ურამრავი ეშელონი გაემართა - ხშირ შემთვევაში უკან დაბრუნების იმედის გარეშე, თუმცა მათ გამარჯვების იმედი ქონდათ. 

ხსოვნისა და მწუხარების დღე: რუსეთში ისტორიის გადაწერის მცდელობას ეწინააღმდეგებიან

დიდი სამამულო ომის დაწყების წლისთავზე რუსეთის ბევრ ქალაქში სანთლები დაუნთეს დაღუპულებს საზოგადოებრივი გაერთიანებების აქტივისტებმა და მოხალისეებმა, რომლებიც მოედნესა და მემორიალებზე მიდიან და ვეტერანებთან ერთად პატივს მიაგებენ ომში დაღუპულებს. მოსკოვში ასეთი რამდენიმე აქცია გაიმართა.

„ომის ცეცხლოვანი სურათი“ ტრადიციული აქცია „ხსოვნის სანთლის“ ნაწილია. ცერემონიაში მონაწილეობდა რუსეთის კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა. მან სანთელი დაანთო ხსოვნისა და გლოვის მუზეუმის დარბაზში და ყვავილები მიიტანა მონუმენტთან „მგლოვიარე დედა“. ამ სანთლიდან მოხალისეებმა სხვა სანთლები დაანთეს და ინსტალაცია მოაწყვეს. სანთლები 22 ივნისის შუა ღამემდე ენთება.

1 / 12
წარწერა დანთებული სანთლებით „გვახსოვს“, გამარჯვების პარკი, ყაზანი
2 / 12
ახალგაზრდა მონაწილე აქციაზე „ხსოვნის საგუშაგო. მარადიული ცეცხლი“ ალექსანდროვის ბაღში, მოსკოვი
3 / 12
მოხალისეები სანთლებისგან აწყობენ სურათს „ომის ცეცხლოვანი სურათი“ გამარჯვების მუზეუმთან, მოსკოვი
4 / 12
მოხალისეებმა 1418 სანთელი დაანთეს მოსკოვში აქციაზე „ხსოვნის ხაზი“
5 / 12
მამაკაცი ბავშვთან ერთად აქციაზე „ხსოვნის სანთელი“, ყაზანი
6 / 12
რუსეთის კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა გამარჯვების მუზეუმთან გამართულ აქციაზე მოსკოვში
7 / 12
ყვავილები და სანთელი აქციაზე, მოსკოვი
8 / 12
მოხალისეები სანთლებით ინსტალაციის შექმნის დროს მოსკოვში
9 / 12
გოგონა საერთაშორისო აქციაზე „ხსოვნის სანთელი“, რომელიც დიდი სამამულო ომის დაწყების 75-ე წლისთავს მიეძღვნა, გამარჯვების პარკი, ყაზანი
10 / 12
სანთლებით შექმნილი ინსტალაცია „ომის ცეცხლოვანი სურათი“ გამარჯვების მუზეუმთან მოსკოვში
11 / 12
მოხალისეების მიერ დანთებული სანთლები 22 ივნისის 23:59-მდე ენთება
12 / 12
აქციის მონაწილეები ალექსანდროვის ბაღში, მოსკოვი