COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის წინააღმდეგ: რუსული ვაქცინა ორი წლით იცავს ინფიცირებისგან

აკადემიკოსი წუხს, რომ საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციები არ ჩქარობენ ვაქცინის შემუშავების ტექნოლოგიების გაზიარებას, მიუხედავად ღიაობის აუცილებლობის შესახებ განცხადებებისა.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივად შეიქმნა, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმოქმედებს, განაცხადა გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა, იუწყება РИА Новости აკადემიკოსის ინტერვიუზე დაყრდნობით. 

მისი თქმით, მიდგომა, რომელიც რუსმა მეცნიერებმა გამოიყენეს, დაფუძნებულია ადენოვირუსების კონტეინერების შექმნაზე, რომლებიც საჭირო გენის მიწოდებას უზრუნველყოფს.

„ამ შემთხვევაში ეს არის გენი, რომელიც კორონავირუსის ყველასათვის ნაცნობი „გვირგვინის“ კოდირებას ახდენს. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს მეთოდი ყველაზე რაციონალური და ეფექტურია“, — აღნიშნა გინცბურგმა.

მისი თქმით, პრეპარატს ორჯერ შეიყვანენ ორგანიზმში. ერთი და იგივე გენი სხვადასხვა მატარებლებით შეიყვანება, რაც დამცავი პროტექტული იმუნიტეტის ხანგრძლივად მიღების შესაძლებლობას იძლევა.

უახლოეს პერიოდში რუსეთში კიდევ რამდენიმე ვაქცინა იქნება მზად კლინიკური გამოცდისთვის

გინცბურგი განმარტავს, რომ მათი მიდგომა დიდი ალბათობის გარანტიას იძლევა, რომ ამ ვაქცინის გაძლიერებული ვარიანტით მიმღები ადამიანი კორონავირუსით შესაძლო ინფიცირებისგან, „სულ ცოტა, ორი წლის, ან კიდევ მეტი ხნის განმავლობაში იქნება დაცული“.

გინცბურგმა დააზუსტა, რომ პრეპარატის ესოდენ ხანგრძლივი მოქმედება ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებმა ერთობლივი მუშაობით დაადასტურეს, როდესაც ისინი აფრიკის გვინეაში მუშაობდნენ ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.    

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლება და ჯანდაცვის ორგანიზაციები უკვე ატარებენ ზომებს წარმოების მასშტაბირებისთვის.

რუსეთმა ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო: შერჩეულია 76 საცდელი პირი>>

ამასთან, აკადემიკოსი წუხს, რომ საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციები არ ჩქარობენ ვაქცინის შემუშავების ტექნოლოგიების გაზიარებას — მიუხედავად ღიაობის აუცილებლობის შესახებ განცხადებებისა.

ერთობლივი ვაქცინის კლინიკური გამოცდები მოხალისეებზე 18 ივნისს დაიწყო ბურდენკოს სახელობის ჰოსპიტალში. მათი დასრულება ივლისის ბოლოსთვის იგეგმება.