იმერეთში კვების ობიექტები დახურეს – რა გახდა ამის მიზეზი

სპეციალისტები ამოწმებენ კვების ობიექტების არა მხოლოდ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, არამედ ასევე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების შესრულებასაც.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ავტომაგისტრალზე განთავსებული 11 კვების ობიექტის მუშაობა შეაჩერა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ობიექტები სანიტარულ ნორმებთან კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაკეტეს.

კაფეები და რესტორნები: უსაფრთხოების წესები

სპეციალისტებმა სულ ავტომაგისტრალზე განთავსებული კვების 46 ობიექტი შეამოწმეს. სხვადასხვა დარღვევისთვის დააჯარიმეს 22 ობიექტი.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ უწყება განაგრძობს ტურისტული მნიშვნელობის კვების ობიექტების შემოწმებას როგორც ავტომაგისტრალზე, ისე სხვა ადგილებში.

სპეციალისტები ამოწმებენ პროდუქტების უვნებლობას, კვების ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ასევე გასცემენ კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისთვის საჭირო რეკომენდაციებს.