როგორი ამინდი იქნება თბილისში ორშაბათს, 22 ივნისს

დედაქალაქში ორშაბათს იქნება მზიანი, დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი, დღისით ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, ორშაბათს, 22 ივნისს თბილისში მოსალოდნელია მზიანი ამინდი და მცირე მოღრუბლულობა.

ჰაერის ტემპერატურა ღამით +18, ხოლო დღისით +30 გრადუსი იქნება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, მაგრამ დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.