COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს ელჩს ყაზახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს საგარეო სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას ზურაბ აბაშიძის ახალი კორონავირუსით ინფიცირების თაობაზე.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე ახალი კორონავირისით დაავადდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ალასანიას ყოფილი თანამებრძოლი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძე მკურნალობის კურსს ყახაზახეთის შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობით გადის. ყაზახ კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ასევე ქართველი ექიმები.

ზურაბ აბაშიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ყაზახეთის რესპუბლიკაში 2017 წელს დაინიშნა.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევსაც დაუდასტურდა. ყაზახეთში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა.