ვის მოხმარდება თანხა StopCov ფონდიდან

მოქალაქეები, რომლებიც იმ დახმარების გარეშე დარჩებიან, რომელიც უკვე გაწერილია სახელმწიფო ბიუჯეტში, დახმარებას ამ ფონდიდან მიიღებენ.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. StopCov ფონდში შეკრებილი ფული მოხმარდება კორონავირუსისგან დაზარალებულებს ან უშუალოდ ინფექციასთან ბრძოლას, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

Daily Express: ივანიშვილი ვირუსთან ბრძოლაში უდიდესი კერძო დონორია>>

ფონდი StopCov მიმდინარე წლის მარტში ბიზნეს-ომბუდსმენის ინიციატივით შეიქმნა. მოგვიანებით ამ ფონდში ბევრმა ჩინოვნიკმა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, სამი თვის ხელფასის მესამედი გადარიცხეს.

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა მყისიერად 100 მილიონი ლარით გაიზარდა

როგორც კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტში პირდაპირ გაიწერა, რომ მხოლოდ ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე ან ვირუსისგან დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად შეიძლება მიიმართოს ფონდის თანხები და იმ მოქალაქეებმა, რომლებიც დარჩებიან ბიუჯეტში უკვე ჩადებული დახმარების პაკეტის მიღმა, შესაძლებელია, სწორედ ამ ფონდიდან მიიღონ დახმარება.

კაკაურიძის განცხადებით, ფონდში უკვე თავმოყრილია 133,5 მლნ ლარი და მას ჯერ არავინ ხარჯავს.

ფონდის მიზანია სახსრების აკუმულირება, რათა ის ყველაზე მეტად პრობლემურ მიმართულებებზე გადანაწილდეს. ამოცანების სიაში პირველია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.