საუკეთესო ქალაქი – რეიტინგის რომელ კატეგორიაში გახდა თბილისი პირველი აღმოსავლეთ ევროპაში

საქართველოს დედაქალაქმა საერთაშორისო რეიტინგის ერთ-ერთ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის 75 დიდ ქალაქს გაუსწრო.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. თბილისმა პორტალ Emerging Europe-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში „ეკონომიკური პოტენციალი“.

გამოცემა გამოკითხვას განვითარებადი ევროპის 75 ქალაქის შესაფასებლად, ტრადიციულად, 70 ექსპერტს შორის ატარებს. ქალაქის მოსახლეობა არ უნდა იყოს 200 ათასზე ნაკლები. კვლევა ჩატარდა რამდენიმე კატეგორაში და ერთ-ერთში სწორედ თბილისმა გაიმარჯვა.

„საქართველო უკვე დიდი ხანია აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ბიზნესის საწარმოებლად, ამ კუთხით რეგულარულად უდგას სათავეში მსოფლიო ბანკის რეიტინგს. ქვეყანამ 2019 წელს ზოგად რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა, კერძოდ, მაღალი შეფასება მიიღო ახალი საწარმოების რეგისტრაციის გამარტივებული ხერხისთვის“, – აღნიშნავს პორტალი.

„ის, რომ Emergin Europe-მა ჩვენ ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროპაში ლიდერად გვაღიარა, ხაზს უსვამს ჩვენ მონდომებასა და შრომას, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ქალაქის პოტენციალის აღმოჩენაში ჩავდეთ“, – განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოცემას.

საქართველომ ბიზნესის წარმოების კუთხით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა

მისი თქმით, გამარჯვება კატეგორიაში „ეკონომიკური პოტენციალი“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის მდგომარეობას და მოიზიდავს მეტ ინვესტიციას.

„ჩვენ ველით ყველას, ვისაც აქ ბიზნესის კეთება უნდა და პირობას გაძლევთ, თავად დარწმუნდებით თბილისის, როგორც თქვენი მომავალი ბიზნესის ადგილმდებარეობის უპირატესობაში“, – აღნიშნა კალაძემ.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თბილისი სულ უფრო მეტად იზიდავს საერთაშორისო ექსპერტების ყურადღებას.