„ქიმია“ – სიმსივნით დაავადებული ქალების ისტორიებზე სერიალს იღებენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სერიალების გადაღების პრაქტიკის დანერგვას ფიქრობს. პირველ ეტაპზე კი არხის პავილიონში პირველ სერიალს იღებენ.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ახალ ტელესერიალზე მუშაობს. არხის პავილიონში გადაღებები უკვე დაიწყო, ინფორმაცია ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ქართველი რეჟისორის ფილმი კანის ფესტივალის ძირითად პროგრამაში მოხვდა

სერიალი სახელწოდებით „ქიმია“, რომლის რეჟისორი ნინო დადვანია, სიმსივნით დაავადებული ქალების ისტორიებს გვიამბობს და მისი სატელევიზიო პრემიერა შემოდგომაზეა დაგეგმილი.

ავტორები ფიქრობენ, რომ სერიალი აქცენტს დასვამს არა მხოლოდ იმაზე, რომ სიმსივნური დაავადებები ჩვენ სინამდვილეში მეტისმეტად მოხშირდა, არამედ იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და სწორი პროფილაქტიკა.

გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის გმირი შეყვარებულია? – მსახიობი ინტიმურ ფოტოს აქვეყნებს

„პირველი არხის“ გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სერიალების გადაღება არხის მნიშვნელოვანი განაცხადია.

„ჩვენ სერიალების გადაღების პრაქტიკას ვამკვიდრებთ და, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება წარმატებული. ასეთ შემთხვევაში გავაგრძელებთ კიდევ პრაქტიკას და ვფიქრობთ, რომ წელიწადში რამდენიმე სერიალი ვაწარმოოთ“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

სცენარის ავტორი ირმა ჩუბინიძე ამბობს, რომ სერიალში განსხვავებული ასაკის, განსხვავებული შეხედულებების, განსხვავებული განათლების მქონე პაციენტები ხვდებიან.