კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხას კიდევ ორი ქართული ტრადიცია დაემატა

ქვეყანაში დააფასეს დახვეწილი ჩაცმისა და ლუდის სმის ტრადიცია, რომლებიც სათავეს უძველესი დროიდან იღებს
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. მამაკაცის ქართული ეროვნული ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიციასა და მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაში.

შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

ტურისტული მარშრუტების რიცხვი იზრდება: ახალი მიმართულებები შემეცნებით-გასართობ სივრცეში

ჩოხა მამაკაცის ქართული ტრადიციული ზედა სამოსია. ის ერთ–ერთი ძალზე რთული კოსტიუმია, რომელიც სხვა სამოსისგან იმით გამოირჩევა, რომ უამრავი, კერძოდ, 13 დეტალისგან შედგება. მსოფლიოში არც ერთ სხვა ყოველდღიურ სამოსს არა აქვს ამდენი ელემენტი. ჩოხას უწინ ყოველდღიურად იცვამდნენ.

ახალუხი კი პერანგია, იგივე საგულე, რომელიც ქართული ხალხური კოსტიუმის ერთ-ერთი ძირითად ელემენტს წარმოადგენს. მამაკაცები ახალუხს ჩოხის ქვეშ იცვამდნენ, ქალები კი კაბის შიგნით.  

რაც შეეხება ლუდის ხარშვის ტრადიციას, ცნობილია, რომ ქართველ ხალხს ხორბალი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე VII-XVI საუკუნეებში მოჰყავდა. ხორბლის 17 სახეობიდან საქართველოში 12–ია აღმოჩენილი. საქართველოს ბარში მეღვინეობაა გავრცელებული, ხოლო მთიანეთში ლუდი უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ღვინო.