მსოფლიო დღეს

„ბიოლოგიური ბომბი“ – საიდან ემუქრება კაცობრიობას ახალი პანდემიები

ეკოლოგი ასახელებს ტერიტორიას, რომელიც შეიძლება გახდეს უცნობი ვირუსების გავრცელებისა და მორიგი პანდემიების მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ვირუსების ახალმა პანდემიებმა კაცობრიობას შეიძლება ამაზონიის ჯუნგლებიდან შეუტიოს, სადაც ადამიანი უმოწყალოდ იჭრება ბოლო წლებში, აცხადებენ მეცნიერები. 

მოსალოდნელია მოდერნიზებული „ისპანკის“ აფეთქება: მეცნიერი უმძიმეს პანდემიას პროგნოზირებს

ბრაზილიელი ეკოლოგი დევიდ ლაპოლა ჯერ კიდევ მაისში აცხადებდა, რომ მომდევნო პანდემიის გამომწვევი შეიძლება გახდეს ამაზონიის წვიმის ტყეებში არსებული ვირუსი, რომელიც ახლა მხოლოდ ცხოველებს ხოცავს. 

მისი თქმით, ადამიანები, ჩეხავენ რა ჯუნგლებს, სულ უფრო ღრმად აღწევენ ველურ ტერიტორიებზე, რაც უცნობი ვირუსებით ინფიცირების საფრთხეს ზრდის.

ლაპოლას თქმით, აქამდე მსგავსი შემთხვევები ძირითადად აფრიკასა და სამხრეთ აზიაში შეინიშნებოდა, რისი მაგალითიც არის სწორედ კორონავირუსული პანდემია.

ეკოლოგი აფრთხილებს მსოფლიოს, რომ ამაზონია, მისი კოლოსალური ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, შეიძლება ახალი ვირუსული ინფექციების უმსხვილეს წყაროდ, ანუ ბიოლოგიურ ბომბად იქცეს.

„ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ არ გამოვიყენოთ ამაზონია ისე არარაციონალურად, როგორც ეს ახლა ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო შეეჯახება ისეთი დაავადებების აფეთქებებს, რომელთა შედეგების წინასწარ განჭვრეტა ძალიან ძნელია“, — განმარტავს ლაპოლა.

ამიტომ, მისი თქმით, ჯობს კაცობრიობამ არ გარისკოს, ვინაიდან ამაზონიის ტყეების „მტაცებლური ჩეხვა“ ბრაზილიის, პერუს, კოლუმბიის, ვენესუელის, ეკვადორის, ბოლივიის, გაიანის, სურინამისა და საფრანგეთის გვიანის ტერიტორიებზე ახალი ზოონოზების აფეთქებას გამოიწვევს.