მსოფლიო დღეს

აშშ პოლიციის რეფორმას იწყებს: ცნობილია აკრძალვები და შეზღუდვები

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსჯელობს საკითხზე, რომელიც პოლიციის ნაკლებად დამაზიანებელი იარაღით აღჭურვას ეხება.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სასამართლო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტი პოლიციის რეფორმირების შესახებ, ნათქვამია კომიტეტის პრეს-რელიზში. 

ამერიკელი პოლიციელები მასობრივად ტოვებენ სამსახურს: საკუთარი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია

ცნობილი ხდება, რომ კანონპროექტი სამართალდამცველებს უკრძალავს მგუდავი ილეთების გამოყენებას და პოლიციის ოფიცრებს უზღუდავს იმუნიტეტს სასამართლო დევნისას. ამასთანავე დოკუმენტი ითვალისწინებს პოლიციელების  არასამართლებრივი ქმედებების შესახებ მონაცემთა ეროვნული ბაზის შექმნას.

აღინიშნება, რომ მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიზანიც პოლიციის ოფიცრებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესებაა. ბრძანებულების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, პოლიციელებმა არ უნდა მიმართონ მგუდავ ილეთებს გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მსჯელობს პოლიციის ნაკლებად დამაზიანებელი იარაღით აღჭურვის საკითხზე.

აშშ პოლიციის რეფორმას იწყებს: ცნობილია აკრძალვები და შეზღუდვები

აშშ-ში პოლიციის რეფორმირების პრობლემა მას შემდეგ წამოიჭრა, რაც მინეაპოლისის პოლიციას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა უხეში დაკავებისას, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი არეულობები მოჰყვა.