როცა ნიღაბი პირადობის მოწმობაზე უფრო მნიშვნელოვანია

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უჩვეულოდ ჩატარდება – კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გავრცელების საფრთხე თავის წესებს გვკარნახობს.
Sputnik

პანდემიის ფონზე საარჩევნო უბნებზე შემოდგომაზე შესაძლოა სიახლე გაჩნდეს – დამცავი ნიღბების აუცილებლობა. ჯერჯერობით მისი სწორად ტარება და გამოყენება ისევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სადავო თემად: უბანზე რეგისტრაციის გავლისას პირის ამოსაცნობად ნიღბის მოხსნა გახდება საჭირო. 

ზუსტი პასუხი, თუ როგორ მოხდება ყველაფერი, ჯერ არ არსებობს. თუმცა, დიდი ალბათობით, სახის დაცვის გარეშე არჩევნებში მონაწილეობაც შეუძლებელი იქნება.