საქართველოში მალე პანდემიის გამო დაწესებული კიდევ ერთი შეზღუდვა მოიხსნება

უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ შიდა ტურიზმის აღდგენას ქვეყანაში ზოგიერთი კულტურული დაწესებულების გახსნაც უნდა მოჰყვეს.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოში მალე მუშაობას განაახლებენ მუზეუმები. გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საბჭოზე შიდა ტურიზმის გახსნის საკითხებზე იმსჯელეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ეს პროცესი დადგენილი სტანდარტებისა და წესების შესატყვისად ხორციელდება, ხოლო ადგილები იმ სასტუმროებში, რომლებმაც გახსნის ოფიციალური ნებართვა მიიღეს, აქტიურად იჯავშნება.

რა პირობებში იმუშავებენ თეატრები და მუზეუმები საქართველოში – შემუშავდა რეკომენდაციები

შიდა ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მუზეუმების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. უკვე შემუშავებულია ის სტანდარტები, რომლებიც სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და სტუმრებისთვის. ეს სტანდარტები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

ქვეყანაში კულტურისა და ხელოვნების შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ შეიმუშავა და წარმოადგინა რეკომენდაციები, თუ რა პირობებში იქნება შესაძლებელი შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება კორონავირუსის პანდემიის დროს.

ქართული მუზეუმების ექსპონატების ნახვა 3D-ფორმატშია შესაძლებელი

რეკომენდაციები მოიცავს დეზინფექციის ჩატარებას და ჰიგიენის წესების დაცვას რეპეტიციებისა და სხვა შემოქმედებითი ღონისძიებების დროს, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ისეთი მასობრივი ღონისძიებებისთვის, როგორებიცაა სპექტაკლები და კონცერტები. რეკომენდაციები კულტურის ობიექტების ადმინისტრაციას ავალდებულებს შენობებში თუ ტერიტორიაზე ხალხის ნაკადის გაკონტროლებას. ვიზიტორები ღონისძიებას შეიძლება დაესწრონ მხოლოდ ნიღბებით და უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. დახურულ საგამოფენო დარბაზში ყოველ 5 კვადრატულ მეტრ ფართობზე მხოლოდ ერთი ვიზიტორი დაიშვება.

გიდის მომსახურების შემთხვევაში ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს იმ პირობით, რომ მათ შორის სოციალური დისტანცია იქნება დაცული.

როდის იგეგმება საცურაო აუზებისა და ფიტნეს–ცენტრების გახსნა>>

შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, რისკების ეფექტურად მართვისთვის, გრძელდება საზოგადოებრივი კონტროლი. დადგენილი სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში კი მოქმედებს კანონით განსაზღვრული ჯარიმები.