ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე: ახალი ინფორმაცია

ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯიხურების მეპატრონეები საქონლის გადარჩენას ცდილობენ.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. ვარკეთილში ე.წ. „თათრების ბაზრობაზე“ გაჩენილ ხანძარს 25 სახანძრო ბრიგადა ებრძვის, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

დიდი ხანძარი თბილისის გარეუბნის სასურსათო და ტანსაცმლის ბაზარში - ვიდეო

„ბაზრობაზე, კალაუბნისა და ჯავახეთის კვეთაზე იწვის ბაზრობა, ფართობი არის ძალიან დიდი. ადგილზეა მობილიზებული 21 სახანძრო ავტოსისტემა, ასევე, ჯგუფები დამატებით გამოგზავნილი არის რუსთავიდან და წყნეთიდან. მეხანძრე-მაშველები აკეთებენ ყველაფერს, რათა მოხდეს ცეცხლის მაქსიმალურად მალე ლოკალიზება“, - განაცხადა კერესელიძემ.

ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე: ახალი ინფორმაცია

პირველი არხის ინფორმაციით, ახლომდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.  ტერიტორიის პერიმეტრი გადაკეტილია, ირგვლივ მიმდებარე კორპუსების მოსახლეობაა შეკრებილი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯიხურების მეპატრონეები საქონლის გადარჩენას ცდილობენ. სიტუაციას ართულებს ის, რომ ხანძრის კერასთან ახლოს მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური.