სიახლე განათლების სისტემაში: სკოლებში პოპულარული თამაში Minecraft-ის მეშვეობით ისწავლიან

ისწავლო თამაშ-თამაშით – სწორედ ამ ამოცანას ისახავს ქართულ სკოლებში პროგრამა Minecraft Education Edition-ის პროექტის დანერგვა.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ქვეყნის სკოლებში იწყება პროგრამის Minecraft Education Edition დანერგვის პროცესი, რომელიც პოპულარულ თამაშზეა დაფუძნებული. პროექტის ინიციატორია უშუალოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

Minecraft Education Edition – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

ვინ გახდება წლის საუკეთესო მასწავლებელი? – ცნობილი გახდა უძლიერესი პედაგოგების ლონგ-ლისტი>>

ესაა ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ შემოქმედებითი დამოკიდებულება, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. Minecraft Education Edition იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად.

საქართველოს განათლების სამინისტრომ მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელი შეიმუშავა

როგორც მინისტრმა ჩხენკელმა განაცხადა, ახალი სასწავლო წლიდან საგანმანათლებლო პროგრამა Microsoft Minecraft Education Edition 150-ზე მეტ სკოლაში საპილოტო რეჟიმში განხორციელდება, რაც სწავლის პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის დანერგვის პირველი ეტაპი პედაგოგების გადამზადებას გულისხმობს. ახალი სკოლის მოდელში ჩართულმა სკოლებმა ნებაყოფლობით თითო მასწავლებელი წარადგინეს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ Minecraft-ის დანერგვის სწავლების დისტანციურ კურსში. პედაგოგებს უტარდებათ ყოველკვირეული ონლაინ–ტრენინგები, რომლის დროსაც ექსპერტებთან ერთად გეგმავენ სასწავლო აქტივობებს, რომლებსაც შემდეგ კლასებში საპილოტო რეჟიმში განახორციელებენ.

Microsoft: შთაგონებული ვართ საქართველოს განათლების სამინისტროს უზარმაზარი ძალისხმევით>>

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სისტემაში მომზადდებიან მასწავლებლები, რომლებიც პროგრამის სხვა სკოლებში დანერგვაში მიიღებენ მონაწილეობას.

ამას გარდა, მომზადდება სასწავლო მასალები, ქართულად ითარგმნა ვიდეოკურსი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი მასწავლებელი შეასწავლის Minecraft-ის საბაზისო კურსს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში Minecraft Education Edition-ის ეფექტიანად ინტეგრირებას.