თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ყაზახეთი მიმდინარე წლის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყანასთან საერთაშორისო ავიამიმოსვლას იწყებს.
როგორც Sputnik-ყაზახეთი სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ფრენების აღდგენა განხორციელდება ეტაპობრივად, ყაზახეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების და სხვა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც ყაზახეთი პირველ რიგში გეგმავს საჰაერო ხიდების აღდგენას, არის თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, საქართველო და იაპონია, ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო მარშრუტებზე ავიარეისების რაოდენობა იქნება დამოკიდებული საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმებებზე და თითოეულ მარშრუტზე ხომალდების კომერციულ შევსებაზე.
რეისების დანიშვნა და ბილეთების გაყიდვა განხორციელდება ზემოხსენებული ქვეყნების საზღვრებზე მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნის და ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.