საქართველოში 15 ივნისიდან განახლდა შიდა ტურიზმი და სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა. აღდგენილია შიდა ფრენებიც. ხოლო 1 ივლისიდან დაგეგმილია უცხოელი მოგზაურების მიღების განახლებაც.
სამგზავრო ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა საქართველოში მუშაობა 8 ივნისს განაახლეს. 29 მაისიდან თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მგზავრებს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება.
საქართველოში ახალი კოროვირუსული პანდემიის ფონზე მკაცრი ზომები და შეზღუდვები გაზაფხულზე დაწესდა, რათა ქვეყანაში COVID-19–ის მკვეთრი გავრცელება აღკვეთილიყო.