მსოფლიო დღეს

ფლოიდის მცირეწლოვან ქალიშვილს DIsney-ს აქციები გადაეცა: ცნობილი მსახიობის საჩუქარი

საჩუქრის შესახებ ინფორმაცია, მჩუქებლის ვინაობა და სერტიფიკატის ფოტო ჯიანა ფლოიდის Instagram-ზე ქვეყნდება.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ჯორჯ ფლოიდის მცირეწლოვან ქალიშვილს ჯიანა ფლოიდს ამერიკული კომპანია Disney-ს აქციები გადაეცა.

დამადასტურებელი სერტიფიკატის ფოტო გოგონამ Instagram-ზე გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებისას დაღუპული აფროამერიკელის შვილს „დისნეის“ აქციები მსახიობმა ბარბარა სტრეიზანდმა აჩუქა.

„მადლობა აქციის პაკეტისთვის @barbrastreisand. ახლა თქვენი წყალობით Disney-ს აქციონერი ვარ“, – წერს ჯიანა სოციალურ ქსელში.

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს დაიღუპა მინეაპოლისში პოლიციის მიერ უხეში დაკავებისას, რასაც რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები და არეულობები მოჰყვა არა მარტო აშშ-ში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.