COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 10324 ფაქტი გამოვლინდა. აქედან მკურნალობა წარმატებით გაიარა 5739 ადამიანმა, 122 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 156 ადამიანი გაეწერა კლინიკებიდან. დაავადების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ამავე დროს გასულ დღე-ღამეში თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამი ადამიანი, რომელთა ტესტის პასუხიც დადებითი იყო.

ფაშინიანი: სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 10324 ფაქტი გამოვლინდა. აქედან მკურნალობა წარმატებით გაიარა 5739 ადამიანმა, გარდაიცვალა – 122.

საგანგებო რეჟიმის კლინიკებში კორონავირუსისგან მკურნალობას 4463 ადამიანი აგრძელებს.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 386 898 ტესტი ჩატარდა.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 14 ივნისის 00:00 საათიდან 16 ივნისის 06:00 საათამდე ბაქოს, სუმგაითის, განჯას ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ხუთ რაიონში საქმიანობა შეჩერდა ყველა სფეროში, ასევე გაჩერდა საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი. გადაადგილების ნებართვის მიღება შესაძლებელია პორტალზე icaze.e-gov.az.