COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა კვლავ რთულია. ქვეყანაში ყველგან სავალდებულოა პირბადეების ტარება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივლისამდე გაგრძელდა
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 16 667-მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

გასულ დღე-ღამეში 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სერბეთი სომხეთს სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარება

კორონავირუსის გართულებებისგან სულ, გასული დღე-ღამის მონაცემების ჩათვლით, გარდაიცვალა 269 ადამიანი (5 - გასულ დღე-ღამეში), სხვა მიზეზებით – 91 ინფიცირებული პაციენტი.

ახალი მონაცემებით, ინფექციისგან განკურნებულთა რიცხვია 6 214. მკურნალობს 10 093 ადამიანი. ქვეყანაში სულ 82 324 ტესტი ჩატარდა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და ის 13 ივლისამდე გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში აკრძალულია შეკრებები და მიტინგები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.