ყვითელი ამბები

„შელია ვარ და მალე 3 წლის გავხდები“ - თათია შარანგიას უსაყვარლესი შვილები ჰყავს

თა­თია შა­რან­გი­ა­ შევარდნაძეების ყოფილი რძალია. ცნობილი პიანისტი მეორედ, ამერიკაში მოღვაწე ბიზნესმენზე დაქორწინდა. წყვილი რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს
Sputnik

პიანისტი თათია შარანგია სამ ვაჟთან ერთად გადაცემა „პროფილის“ სტუმარი იყო. პიანისტი სანდრო შელიაზეა დაქორწინებული, რომლისგანაც 3 წლის ენდიუ შელია ჰყავს.

თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. თათია და სანდრო რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობენ.

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია იყო. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ – ედუ­არ­დ და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი.

თა­თია პი­ა­ნის­ტია. სწავ­ლობ­და თბი­ლის­ში, პა­რიზ­სა და აშშ-ის სხვადასხვა ქა­ლა­ქებ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში. ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე. თა­თი­ას მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ. მას დედა ექი­მი ჰყავს, მამა ბიზ­ნეს­მე­ნია.