„სხვა გზა მაქვს“: ემზარ კვიციანი პარტიას ტოვებს და დამოუკიდებელ ბრძოლაში ერთვება

დეპუტატის თქმით, მას არ სურს თავისი სარისკო ნაბიჯებით მისთვის ძვირფას ადამიანებს და თანამოაზრეებს ავნოს
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარტიის და საპარლამენტო ფრაქციის დატოვება გადაწყვიტა.

როგორც დეპუტატმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, პარტიის დატოვების მიზეზია ის, რომ მას არ სურს ავნოს პარტიას თავისი საქციელით.

„გადავწყვიტე დავტოვო პატრიოტთა ალიანსი! ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს! 4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! “, - დაწერა კვიციანმა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლის გაძლიერებას აპირებს. პარტიაში კვიციანის გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდნენ.

ქუთაისის სასამართლომ დეპუტატ ემზარ კვიციანის და გაამართლა

„ემზარ, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ. სადაც მხარდაჭერა დაგჭირდება, ეს ძმობა და მხარდაჭერა ყოველთვის გექნება“, - დაწერა კომენტარებში პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

ემზარ კვიციანი საქართველოს პარლამენტის წევრი „ალიანსის“ სიით 2016 წელს გახდა.

საქართველოში ცნობილი 2006 წელს გახდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს, 2006 წლის 25 ივნისს  ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის დაკავების მიზნით, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ. კვიციანი, რომელიც იმ პერიოდში კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იყო, თავის დასთან და სხვა ნათესავებთან ერთად იქ იმყოფებოდა, გაქცევა მოახერხა.

ის სამხედრო ბუნტისა და ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდებით ძებნაში გამოაცხადეს. ის თბილისის აეროპორტში 2014 წლის 28 თებერვალს დააკავეს — უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის 28 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვიციანი პროკურატურასთან დადებული პროცესუალური შეთანხმებით გაათავისუფლეს.