სუს-მა თბილისის ცენტრში სპეცოპერაცია ჩაატარა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დააკავეს ერთი ადამიანი, ეროვნებით ჩეჩენი, რომელიც ამ რაიონში ბინას ქირაობდა.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) სპეცოპერაცია ჩაატარა.

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა

ოპერაციის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდა სპეცქვედანაყოფების რამდენიმე ათეული თანამშრომელი. მიმდინარეობს ავტომობილის ჩხრეკა.

უწყებაში მოვლენის თაობაზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ოპერაციის შედეგებზე უახლოეს მომავალში ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.

პირველმა არხმა განაცხადა, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დააკავეს ერთი, ეროვნებით ჩეჩენი პირი, რომელიც ამ რაიონში ბინას ქირაობდა.