ყვითელი ამბები

ლევან ჯიბღაშვილმა ნარკოდანაშაული აღიარა – საქმის ახალი დეტალები

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე, რომელიც გასული წლის 21 აპრილს დააკავეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

ლევან ჯიბღაშვილი ცოლს დაშორდა? – ფოტოები

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მსახიობსა და ბიზნესმენს 5-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და ასევე დაეკისრა ფულადი ჯარიმაც, რისი ოდენობაც არ დასახელებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, წარდგენილ ბრალში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გამოძიებასთან ითანამშრომლა და სწორედ ეს გახდა საპროცესო შეთანხმების გარემოება.

ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა 2019 წლის 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოს განაჩენამდე ლევან ჯიბღაშვილი 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.