COVID-19 - ბოლო ცნობები

ახალი სიმპტომი მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცებში იჩენს თავს: COVID-19-ის კიდევ ერთი ნიშანი

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს კორონავირუსული დაავადების ახალი სიმპტომი, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებში იჩენს თავს.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ლივერპულელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი, მანამდე უცნობი სიმპტომი დაადგინეს – მათი თქმით, COVID-19-ს შეიძლება პანკრეატიტის მწვავე ფორმა ახლდეს. 

შეიქმნა COVID-19-ის გავრცელების კლიმატური რუკა: კავკასია ზამთარში რისკის ზონაშია
„მანამდე უკვე დადგინდა, რომ COVID-19-მა შეიძლება თავი კუჭ-ნაწლავის სიმპტომებით გამოავლინოს. მაგრამ როგორ მოქმედებდა ვირუსი მწვავე პანკრეატიტის განვითარებაზე, აქამდე უცნობი იყო“, — ნათქვამია MedicalXpress-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. 

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსულმა დაავადებამ პანკრეატიტით თავი შეიძლება ძირითადად ახალგაზრდა ჭარბწონიან მამაკაცებში იჩინოს. 

მწვავე პანკრეატიტი — კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების მძიმე ფორმაა. მისი ძირითადი სიმპტომებია სარტყლისებური ტკივილები მუცლის ზედა ნაწილში. შესაძლოა ახლდეს დიარეა და პირღებინება.