COVID-19 - ბოლო ცნობები

თურქეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლას 11 ივნისს განაახლებს

ავიარეისები კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. ეპიდემიის შემდეგ პირველ ფრენებს ავიაგადამზიდავი გერმანიის მიმართულებით განახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თურქეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა Turkish Airlines-მა გამოაცხადა საერთაშორისო რეისების განახლების თარიღი – ეს 11 ივნისს მოხდება. ფრენები COVID-19-ის პანდემიის გამო მარტის ბოლოს შეჩერდა.

ტურიზმის გამოწვევები: როდის და საიდან უნდა ელოდოს ტურისტებს საქართველო

„ჩვენი საერთაშორისო რეისები 11 ივნისიდან დაიწყება“, – ნათქვამია Turkish Airlines-ის დირექტორის ბილალ ექშის განცხადებაში.

მის მიერ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია პირველ რეისებს 11 ივნისს გერმანიის ხუთ ქალაქში განახორციელებს (ბერლინი, ფრანკფურტი, შტუტგარტი, მიუნხენი, დიუსელდორფი), ასევე ლონდონის და ამსტერდამის მიმართულებთ.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 7 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რიცხვი 400 ათასს აღემატება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.