თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დააპატიმრეს საქართველოს 36 წლის მოქალაქე, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, იუწყება ბერძნული მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ავტომობილის გაჩერებას ცდილობდა, მაგრამ მძღოლი პოლიციას არ დაემორჩილა, სიჩქარეს გადააჭარბა და გაქცევას შეეცადა, რა დროსაც ავტომობილმა მართვა დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
პოლიციამ ავტომობილში 13 ავღანელი მიგრანტი აღმოაჩინა, რომელთაც საბერძნეთში ლეგალურად ყოფნისთვის საჭირო დოკუმენტაცია არ გააჩნდათ.
ავტომობილი ყალბი სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა. მძღოლი – საქართველოს მოქალაქე – დაკავებულია. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.