ყვითელი ამბები

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა – ახალი დეტალები საქმეში

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის სკანდალი გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალ დეტალებზე იმსჯელეს.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარის სარჩელი და ძალაში დატოვა ყველა შემაკავებელი ორდერი, რომელიც მას და მისი ოჯახის წევრებს ყო­ფი­ლი რძლის მი­მართ ჰქონ­დათ გა­მო­წე­რი­ლი. ინფორმაციას ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას, თუმცა სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

„ძალიან გულიანი ადამიანი...“ – მამა შალვა კეკელია ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

შოთა არველაძემ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

ბასილაშვილი - მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, АТР-ს სერიის სამი ტურნირის გამარჯვებულია. თავის კარიერაში 28 წლის ჩოგბურთელმა თითქმის 5,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 343 ათასი - ამ სეზონზე.