თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ორი ადამიანის დაჭრის საქმე გახსნა – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 13 წლამდე ვადით.
მიუხედავად იმისა, რომ შსს დაკავებულის ვინაობას არ ასაჯაროებს, ქართული მასმედია ამტკიცებს, რომ საუბარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ეხება.
გამოძიების ცნობით, 38 წლის ბრალდებულმა დანით ორი ადამიანი – 23 და 26 წლის ახალგაზრდები დაჭრა. სისხლიანი გარჩევის მიზეზი მათ შორის კონფლიქტი გახდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ მამაკაცი მომხდარი ინციდენტიდან მალევე დააკავა – ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშულის იარაღი – დანა.
დაკავებულმა ბრალი აღიარა.
მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა.