როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

ერთი წლის განმავლობაში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის პროდუქციაზე, ასევე სურსათზე.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებლების ფასების ინდექსი 2020 წლის აპრილში, 2019 წლის აპრილთან შედარებით, 10,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფასების ზრდამ 10,9%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 13,1%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 15,5%-ით.

დოლარი ვარდნას განაგრძობს – თურნავა მიზეზებზე საუბრობს>>

მარტთან შედარებით, აპრილში ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,5%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასები აპრილში, 2019 წლის აპრილთან შედარებით, 7,1%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიაში – 8,7%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 7,1%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 8,6%-ით.

საგარეო ვაჭრობა კორონავირუსის ეპოქაში: საქართველოს ექსპორტი და იმპორტი შემცირდა

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აპრილში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, 15,7%-ით გაიზარდა.

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 27,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი ინდუსტრიის ექსპორტირებული პროდუქციის ფასები გაიზარდა 14,2%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 21,6%-ით, ხოლო ლითონის ნაწარმზე – 15,4%-ით.

საქართველოში იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასები საანგარიშო პერიოდში 9,5%-ით გაიზარდა. ამავდროულად გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა 8,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტები – 14,1%-ით.

ეროვნული ბანკის პროგნოზი: როდის შეწყდება საქართველოში ფასების მატება

სამომხმარებლო ფასები

ინფლაციის წლიურმა დონემ აპრილში შეადგინა 6,5%, როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იყო. საკვებზე ფასები ერთ წელიწადში გაიზარდა 14,7%-ით. ექსპერტები ფასების ზრდას ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

2019 წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რათა გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლა გაანეიტრალოს. შედეგად – რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, განაკვეთი 9%-დან 8,5%-მდე შეამცირა. როგორც ბანკის განმარტებაშა აღნიშნული, ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არის.