მსოფლიო დღეს

ღარიბი სასიძოები: კადიროვმა საპატარძლოების გამოსასყიდი თანხა გამოყო

მანამდე ჩეჩნეთის ყველა რაიონში შედგა იმ მამაკაცების სია, რომლებსაც კორონავირუსის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნათ და ურდუს გადახდას ვერ ახერხებენ.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის განკარგულებით გამოიყო საპატარძლოების გამოსასყიდი თანხა დაოჯახების მსურველი იმ მამაკაცებისთვის, რომლებსაც პანდემიის გამო მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეექმნათ და ტრადიციული საფასურის — ურდუს გადახდა არ შეუძლიათ, იუწყება რესპუბლიკის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს პრეს-ცენტრი. 

კადიროვმა შეაქო პოლიციელი, რომელმაც თვითიზოლაციის დამრღვევი ჩეჩენი სცემა - ვიდეო

გავრცელებული ინფორმაციით, საპატარძლოს გამოსასყიდი თანხა ორასზე მეტ საქმროს გადაეცემა.

„რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის დავალებით, ყველა რაიონში შეიქმნა დაქორწინების მსურველთა სია, რომლებსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. აჰმატ–ჰაჯი კადიროვის ფონდმა შედგენილი სიის მიხედვით 207 საპატარძლოს გამოსასყიდი თანხა გამოყო“, — ნათქვამია ფონდის პრეს-სამსახურის განცხადებაში.        

გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული მამაკაცი 50 ათას რუსულ რუბლს მიიღებს და მუსლიმური კანონების შესაბამისად შეძლებს ცოლის შერთვას.

სასულიერო პირების მიერ დაწესებული ტრადიციის მიხედვით, ურდუ საბოლოოდ მთლიანად საპატარძლოს გადაეცემა საჩუქრად.