ბლით განტვირთვა: ერთ დღეში მინუს 3 კგ – ექიმის რეკომენდაცია

ექიმი–დიეტოლოგი ასახელებს ბლით განტვირთვის მეთოდს, რომელიც ერთ დღეში სამ კილოგრამს მოგაკლებინებთ – გაითვალისწინეთ რეკომენდაცია.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. მეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ ბალი მიკროელემენტებისა და მინერალური ნივთიერებების წყაროა, შეიცავს რა В ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, ფოსფორსა და ასევე დაბერების შემაკავებელ ანტიოქსიდანტებს. 

ტყუპმა ძმებმა ხორციანი და ვეგანური დიეტები გამოსცადეს: ცნობილია, რომელი კლავს ლიბიდოს

დიეტოლოგ ელენა სალამატინას თქმით:

„ბლის რეგულარულად მიღება თავიდან აგაცილებთ გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ვინაიდან მას აქვს მაღალი მატონიზირებელი უნარი და სასიკეთოდ მოქმედებს იმუნურ სისტემაზე“.

გარდა ამისა, ბალი სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ის შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინებს (ხსნადი უჯრედისი), რომლებსაც ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, შლაკები, ჭარბი ნაღველმჟავა, რადიონუკლიდები და მავნე ბაქტერიები.

აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი შეიცავს კაროტინოიდებს, რომლებიც სასარგებლოა კანისთვის, მხედველობისთვის, თმებისთვის და ასევე აუმჯობესებს ნერვული სისტემის გამტარობას.

ხელით გაზომილი დიეტა: ბრიტანელი მეცნიერების უმარტივესი მეთოდი - წაიკითხეთ აქ>>

დიეტოლოგის თქმით, მათ, ვინც წონას აკონტროლებს, უმჯობესია მიირთვან ნაკლებად ტკბილი ბალი, ვინაიდან ტკბილში დიდი რაოდენობით ფრუქტოზაა, ან ის ალუბლით ჩაანაცვლონ. 

  • სალამატინას თქმით, შეგიძლიათ ჩაატაროთ ბლით განტვირთვის დღე (24 საათი), რა დროსაც სამ კილოგრამამდე დაიკლებთ. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ექიმები ამ პროცედურის ხშირ გამეორებას არ გვირჩევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბალს პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენება, ზოგ შემთხვევაში მასზე საერთოდ უარის თქმა ან შეზღუდული რაოდენობით მიღებაა რეკომენდებული. მაგალითად, ნაწლავების გაუვალობით დაავადებულებმა სჯობს საერთოდ ამოიღონ ბალი რაციონიდან.