თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 13 130-მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik-სომხეთი.
გასულ დღე-ღამეში 766 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის გართულებებისგან სულ, გასული დღე-ღამის მონაცემების ჩათვლით, გარდაიცვალა 200 ადამიანი (10 - გასულ დღე-ღამეში), სხვა მიზეზებით – 72 ინფიცირებული პაციენტი (3 - გასულ დღე-ღამეში).
ახალი მონაცემებით, ინფექციისგან განკურნებულთა რიცხვია 4 014. ამჟამად მკურნალობს 8 844 ადამიანი. ქვეყანაში სულ 69 171 ტესტი ჩატარდა.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან მოქმედებს, რომელიც 13 ივნისამდე გაგრძელდა. 18 მაისიდან ქვეყანაში ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, მოიხსნა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობის აკრძალვა. 4 ივნისიდან ქვეყანაში პირბადის ტარება ყველგან სავალდებულო გახდა.