საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორები გაჩნდებიან

მობილური კავშირის უმსხვილესმა კომპანიებს თავისი ინფრასტრუქტურის გამოყენების დაშვება ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის მოუწევთ
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით 2021 წლის თებერვლიდან საქართველოში ოპერირების დაწყებას ვირტუალური მობილური ოპერატორები შეძლებენ, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სფეროს მსხვილმა გავლენიანმა კომპანიებმა თავისი ინფრასტრუქტურის გამოყენება ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის უნდა დაუშვან.

„მობილური ოპერატორის ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვებით, ახალ მოთამაშეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაიკავონ ბაზრის სეგმენტი, რაც ინოვაციური პროდუქტების მიწოდებას და მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების არჩევანის გაზრდას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ონლაინ სწავლება და მოსალოდნელი საფრთხეები: როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერთავდასხმისგან

ფიჭური კავშირის ვირტუალური ოპერატორი - ეს არის ფიჭური კავშირის ოპერატორი, რომელიც სხვა ოპერატორის არსებულ ინფრასტრუქტურას იყენებს, მაგრამ მომსახურებას საკუთარი ბრენდის სახელით ყიდის.

როგორც წესი, ფიჭური კავშირი და კომუტატორები საბაზო ოპერატორთან ერთად იყენება. მუშაობის ასეთი სქემა ვირტუალურ ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას თავიდან აიცილოს უზარმაზარი კაპიტალდაბანდებები, რომელიც ფიჭური კავშირის აგება-შენარჩუნებისთვის არის საჭირო. ხშირად ვირტუალური ოპერატორი ახერხებს დაფაროს ბაზრის ის სეგმენტები, რომლებიც მსხვილი მოთამაშეებისთვის მიუწვდომელია.