როგორ ვიმგზავრებთ თვითმფრინავით - გამოქვეყნდა რეკომენდაციები

რეკომენდაციების მიხედვით, ბორტზე მინიმუმამდე უნდა შემცირდეს მომსახურება, ხოლო პროდუქტის გაყიდვა აიკრძალა
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. კორონავირუსთან დაკავშირებით, აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

გახარია: მსოფლიოში ცოტაა COVID-ისგან საქართველოსავით თავისუფალი ქვეყანა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულების 21 მარტს შეწყვიტა. 1 ივლისიდან კი საქართველოს მთავრობა  ტურისტების მიღებას და საერთაშორისო ავიაგადამზიდავებისთვის ცის გახსნას გეგმავს.

რეკომენდაციების მიხედვით, მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან დამცავი ნიღბების გარეშე(გამონაკლისი შეიძლება იყოს ექვს წლამდე ბავშვი). ეკიპაჟის წევრებიც აღჭურვილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით, როგორიცაა ნიღაბი, სათვალე ან დამცავი ფარი, ხელთათმანი.  ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს უნიფორმა, ხოლო იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად ერთჯერადი დამცავი ხალათებია შეთავაზებული.

ასევე, ტერმინალის შესასვლელთან უზრუნველყოფილი უნდა   ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი დაკალიბრებული ხელსაწყოს მეშვეობით. ცხელების (37.5 გრადუსი და მეტი) დაფიქსირების შემთხვევაში კი მოხდეს აღრიცხვა და პერსონალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს „112“-ის ცხელ ხაზს.

ხედვა სომხეთიდან: ქართულ ტურიზმს სომხების გარეშე გაუჭირდება

ტერმინალში ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს ყოველ ორ საათში ერთხელ დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს. მგზავრებს შორის კი (გარდა ოჯახის წევრებისა) უნდა იყოს დაცული უსაფრთხო დისტანცია (არა უმცირეს 1.5 მეტრი), განსაკუთრებით რეგისტრაციის, საავიაციო უშიშროების შემოწმების, საზღვრის კვეთის, თვითმფრინავში ჩასხდომის და მოცდის (მოსასვენებელი ადგილები) პროცესში.

მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები უნდა აღიჭურვოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერით; მომსახურე პერსონალს უნდა ეკეთოს ნიღაბი (ოთხსაათიანი ინტერვალით), სათვალე ან დამცავი ფარი და ხელთათმანი.

საჰაერო ხომალდზე ყოფნისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები :

მგზავრები ისე უნდა განლაგდნენ, რომ მათ შორის დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია, ისინი ხომალდზე არ დაიშვებიან დამცავი ნიღბების გარეშე.  მინიმუმამდე უნდა შემცირდეს მომსახურება. ასევე, ბორტზე აიკრძალა ყველანაირი პროდუქტის გაყიდვა.

„მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ქუთაისი და ბათუმი – ტურიზმის თვალსაზრისით ისრაელის ინტერესის სფერო

მგზავრს უფლება არ აქვს  ადგილი შეიცვალოს საკუთარი ნებით, ბორტგამცილებლის ნებართვის გარეშე.

რეკომენდაციების მიხედვით, ავიაკომპანიებმა უნდა უზრუნველყონ მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება. აღნიშნული ბარათი განკუთვნილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისთვის, უმჯობესია ის  ელექტრონული ფორმატით შეივსოს.

„ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კონტაქტების მოძიებისა და მიდევნების საშუალებას მგზავრებს შორის COVID-19 - ით ინფიცირების შემთხვევისათვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გახარია: ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტებს შემოვიყვანთ >>

ყოველი რეისის შემდეგ  საჰაერო ხომალდის სველი წესით უნდა დამუშავდეს.