როგორ გავხდეთ ბედნიერი - 15 რჩევა, რომელიც ყველა წყვილმა უნდა იცოდეს

ბედნიერებაა, როდესაც შეხვდებით იმ ერთადერთ ადამიანს, ვისთანაც მთელ ცხოვრებას დაუფიქრებლად გაატარებთ და დარწმუნებული ხართ, მასთან ურთიერთობა და  ქორწინება ნებისმიერ ქარიშხალს გაუძლებს.
Sputnik

თუმცა, ბედნიერი და სასურველი  ურთიერთობის  შენარჩუნება  ერთგვარი ხელოვნებაა, რასაც ბევრი წყვილი ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, ბევრისთვის საკუთარ ძალებს აღემატება უამრავ ყოფით და მიწიერ პრობლემასთან გამკლავება.
დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, მოგაწოდოთ რამდენიმე რჩევა, რომელიც ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი და უბრალოა, თუმცა წყვილის  ურთიერთობას ნამდვილად გაამყარებს. გვერწმუნეთ, ეს სიმარტივე წარმატებას ნამდვილად უზრუნველყოფს.

1. ბედნიერება წვრილმანებშია

დაივიწყეთ დიდი სიურპრიზები - სადილები ხუთვარსკვლავიან რესტორნებში, ბრილიანტის ბეჭედი შამპანურში თუ მოგზაურობა ეგზოტიკურ კუნძულზე. ეს ყველაფერი მხოლოდ მოკლევადიანი ინვესტიციაა.

თუ ბედნიერი ურთიერთობა გინდათ, ყურადღება ყოველდღიურ წვრილმანებზე გაამახვილეთ. მაგალითად, ვიდრე თქვენ დაისხმათ ყავას, მას დაუსხით, აბაზანიდან გამოსვლამდე დაახვედრეთ საუზმე, ან საწოლი გაასწორეთ.

გვერწმუნეთ, ეს მცირე ჟესტები მოგონებების ბილიკს შექმნის და მისი გახსენება თქვენს მეწყვილეს ყოველთვის გაუთბობს გულს. თითქოს ასეთი მარტივი დეტალები სინამდილეში თქვენს ურთიერთობაში ჩადებული უზარმაზარია ინვესტიციაა  და ის იმარცვლება, როგორც მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ.

როგორ უყვარდათ საქართველოში

2. გახდით საუკეთესო მეგობრები

გახსოვთ, როგორ იქცეოდით სკოლაში?  ყველაფერს უზიარებდით საუკეთესო მეგობარს, ცუდი ხდებოდა თუ კარგი, მას ურეკავდით და საათობით ლაპარაკობდით.

ეცადეთ, თქვენი მეწყვილეც ასეთ საუკეთესო მეგობრად აქციოთ. თუ მასთან ცხოვრების გაზიარება გსურთ, რატომ არ უნდა გაუზიაროთ თქვენი ემოციებიც? არ აქვს მნიშვნელობა, კარგი იქნება ის თუ ცუდი. ეს ხომ თქვენი ცხოვრებაა.

როდესაც თქვენი მეწყვილე მხოლოდ რომანტიკული პარტნიორი არ არის და მასში მეგობარსაც ხედავთ, ეს  ურთიერთობას ბევრად გაამყარებს.

მაქმანებიანი სასიყვარულო ბარათები

3. მოუსმინეთ

ეს ყველას გვინდა: გვყავდეს ადამიანი, რომელიც მოგვისმენს. მოუსმინო ადამიანს, როდესაც პრობლემა აქვს,  მისთვის საუკეთესო საჩუქარია.

არაა აუცილებელი თქვენი პარტნიორის პრობლემის მოგვარებას შეეცადოთ. უბრალოდ მოუსმინეთ და ემოციებისგან გაათავისუფლეთ. მან უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენთან მოსვლა და გულის გადაშლა.

4. მისწერეთ სასიყვარულო ბარათი

გაგიკვირდათ, რას ნიშნავს სასიყვარულო ბარათის მიწერა? ალბათ გაგეღიმათ კიდეც.

კი, ვიცით, რომ დრო შეიცვალა, მიჩვეული ხართ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას, ან უბრალოდ აიღებთ ტელეფონს და დაურეკავთ. მაგრამ, გვერწმუნეთ, არაფერია იმაზე უფრო რომანტიკული, ვიდრე სასიყვარულო წერილის მიღება.

ათასმეერთედ სიყვარულსა და სასიყვარულო ბარათებზე

ასეთი ბარათის მიღებისას არავინ  იტყვის -  „ეს რა არის?" არა. ისინი სამუდამოდ შეინახავენ  წერილს. გაგზავნილი ყვავილები თუ  შოკოლადი გაქრება, სიტყვები კი მუდმივად დარჩება.

5. დაუტოვეთ ბოლო ნაჭერი

სიყვარულის გამოვლენისა და სითბოს გამოხატვის ერთ-ერთი გზა სწორედ მისთვის ბოლო ნაჭერის გადადებაა.

წარმოიდგინეთ, სუფრაზე დევს ბოლო შოკოლადიანი ფუნთუშა. იცით, რომ მასზე გიჟდება. შეჭამთ, თუ მას დაუტოვთ? თუ გსურთ თქვენი ურთიერთობა შესანიშნავი გახადოთ, დაუტოვეთ ბოლო ნაჭერი მას. ეს ჟესტი არასოდეს დაავიწყდება.

6. იზრუნეთ საკუთარ თავზე

დაქორწინებამდე ალბათ საუკეთესოდ გამოიყურებოდით. მაგრამ რა ხდება დროთა განმავლობაში? შესაძლოა, თავს ახლა კომფორტულად გრძნობთ, აღარ აქცევთ ყურადღებას,  წონაში რომ მოიმატეთ, ან ტანსაცმელი, რასაც ატარებთ, გიხდებათ თუ არა.

იმისათვის, რომ ძლიერი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, პირველ რიგში, საკუთარ გარეგნობაზე იზრუნეთ.  ის ყოველთვის იამაყებს მუდამ ფორმაში მყოფი და გამორჩეული პარტნიორით.

„სენი, რომელიც არც ბრძენს ინდობს და არც იდიოტს" – რას ამბობენ გენიოსები სიყვარულზე

7. უთხარით კომპლიმენტები

ურთიერთობის პირველ ეტაპზე ალბათ ანებივრებდით ერთმანეთს კომპლიმენტებით. დროთა განმავლობაში კი შეეჩვიეთ და დაივიწყეთ კიდეც ამის კეთება.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა -  რატომ, რაღა საჭიროა კომპლიმენტი, ისედაც ხომ იცის, რას ვფიქრობს მასზე? ჩვენ გიპასუხებთ - იმიტომ, რომ სასიამოვნო მოსასმენია!

8. გაუწოდე დახმარების ხელი

ამ რჩევას თუ გაითვალისწინებთ, უფრო დაუახლოვდებით თქვენს პარტნიორს. რას ნიშნავს დახმარების ხელის გაწოდება? მიეხმარეთ სულ მცირე, თითქოს უმნიშვნელო რამის კეთებაში - საწოლის გასწორებაში, საჭმლის გაკეთებისას გაურეცხეთ ბოსტნეული, ჭურჭლის რეცხვისას გამშრალებაში მიეხმარეთ. მოკლედ, მილიონი წვრილმანი რამაა, რაც მის გვერდით შეგიძლიათ აკეთოთ.

ნამდვილ სიყვარულს წერტილები არა აქვს...

9. დაიწყეთ და დაასრულეთ დღე კოცნით

ალბათ გაინტერესებთ, რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი. კოცნა ძალიან ინტიმურია, მყარი ურთიერთობის ნამდვილი სულისჩამდგმელია. მას შეუძლია სტრესისა და შფოთვის მოხსნა. ეცადეთ, კოცნის ნაპერწკალი არასოდეს ჩააქროთ თქვენს ურთიერთობაში.  მისი საშუალებით პარტნიორს აგრძნობინებთ, რომ ყველაფერი კარგადაა, კოცნით ყველაზე კარგად გადასცემთ გრძნობებს ყველანაირი სიტყვის გარეშე.

10. ისეირნეთ ერთად

ეცადეთ, ხშირად გამონახოთ დრო მასთან ერთად გასასეირნებლად. განიხილეთ საინტერესო საკითხები, თუნდაც მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე ილაპარაკეთ.

ერთად სეირნობას უდიდესი სარგებლობა მოაქვს. ის შესანიშნავი საშუალებაა ურთიერთობის გასამყარებლად.

11. შეავსეთ ერთმანეთი

მუდმივად გახსოვდეთ, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი არ ხართ იდენტური ტყუპები. თუ არ გჯერათ, ჩაიხედეთ  სარკეში. თქვენი განსხვავებები გამოიყენეთ იმისთვის, რომ ისწავლოთ ერთმანეთისგან  და გაიფართოვოთ შეხედულებები სამყაროზე.  შეიძლება ყოველთვის არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ ერთმანეთის აზრების პატივისცემა უმნიშვნელოვანესია ურთიერთობისთვის.

თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა

12. დატკბით ერთად ყოფნის სიმშვიდით

არ იფიქროთ, რომ მასთან ყოფნისას მუდამ რამე უნდა აკეთოთ. ზოგჯერ უბრალოდ საჭიროა, ერთმანეთს ჩუმი და მშვიდი წუთები აჩუქოთ.

ისხედით ერთ ოთახში, წაიკითხეთ, მოუსმინეთ მუსიკას, ან უბრალოდ გვერდიგვერდით იმუშავეთ. ერთმანეთს სიჩუმე გაუზიარეთ.

13. შეეხმიანეთ ერთმანეთს დღის განმავლობაში

ძალიან  მარტივია და ამავე დროს წარმოუდგენლად ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ურთიერთობისთვის. დაე, იცოდეს, რომ მასზე ფიქრობთ.

არაა აუცილებელი გრძელი მიმოწერა.  დღის განმავლობაში გაგზავნილი მარტივი ტექსტი გულის ემოციით, ან "შენზე ვფიქრობ“ ბედნიერი ურთიერთობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის

14. აპატიეთ და გააგრძელეთ ცხოვრება

ნებისმიერ ურთიერთობაში რომელიმე შეცდება. ეს გარდაუვალია. ისწავლეთ პატიება. ეს უფრო გაგაძლიერებთ.

ნუ აიყვანთ გილიოტინაზე საყვარელ ადამიანს უბრალო შეცდომის გამო, მითუმეტეს, თუ გულწრფელად გიხდიან ბოდიშს ამისთვის. არ დაიგროვოთ წყენა, ნებისმიერ დროს თქვენც შეიძლება დაუშვათ შეცდომა.

15. დაუთმეთ

ეს რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ურთიერთობა მოიცავს ორ განსხვავებულ ადამიანს. თუ გიყვართ თქვენი პარტნიორი, ზოგჯერ მისი სურვილები და  მოთხოვნილებები თქვენსაზე წინ დააყენეთ.

და ბოლოს, ურთიერთობები რა თქმა უნდა ხშირად  რთულია, თუმცა ეს რჩევები დაგეხმარებათ პრობლემებთან გამკლავებაში. სულ არაა აუცილებელი, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი გქონდეთ, რომ ბედნიერის ხელოვნებას დაეუფლოთ.