როგორ გავხდეთ უფრო ლამაზი: რჩევები ქალბატონებს

ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ამისთვის კი ისინი სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ.
Sputnik

ვეცდებით შემოგთავაზოთ ყველაზე გავრცელებული პრობლემები და სხეულის მოვლის სხვადასხვა საშუალებები, რომელიც დაგვეხმარება გავხდეთ უფრო ლამაზი და მიმზიდველი.

აკნე

აკნე, ანუ ფერიმჭამელა ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად, სქესობრივი სიმწიფის, გარდატეხის პერიოდში ვლინდება. თუმცა, არც ისე იშვიათ გვხვდება ზრდასრულ ასაკშიც. თანამედროვე ცხოვრებაში აკნეს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება აპარატურული მკურნალობა. აპარატს გააჩნია სხვადასხვა შესაძლებლობა, მათ შორის ერთ–ერთი არის ინეტენსიური ფოტოსხივი, რომლითაც ხდება აკნეს მკურნალობა. ინტენსიური ფოტოსხივი აშრობს კანს, ხურავს ფორებს, რის შედეგადაც კანი ერთფეროვანი ხდება და უფრო ჯანმრთელად გამოიყურება.

მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ

თუმცა ჩვენ ერთ-ერთ ხალხურ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომელიც გამორაყარის მოცილებაში დაგეხმარებათ.

კარგად დაფქვით შვრიის ბურღული. ათქვიფეთ ერთი ცალი კვერცხის ცილა და შეაზავეთ ორ ჩაის კოვზ შვრიის ფქვილთან. შეიზილეთ მიღებული მასა სახეზე. გააჩერეთ მანამ, სანამ კარგად არ გაშრება. გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ჭარბთმიანობა

ჭარბთმიანობა არაერთი ქალის პრობლემაა. მასთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა თანამედროვე ცხოვრებაში ჭარბთმიანობასთან ბრძოლის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდად დიოდური ლაზერული ეპილაციაა აღიარებული. საუკეთესო შედეგის მისაღწევად დიოდური ეპილაცია ერთი თვის ინტერვალით, 6-8-ჯერ უნდა გაკეთდეს. შედეგი პირველივე პროცედურაზე ხდება შესამჩნევი. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თმის სტრუქტურა თხელდება და მცირდება.

ჰორმონალური ფონის დარღვევა და მისი გარეგნული სიმპტომები

ცელულიტი

ცელულიტი ქალბატონებში აქტუალური  და მტკივნეული პრობლემაა. ის შეიძლება გაუჩნდეს როგორც ჭარბწონიან ქალბატონებს, ასევე  გამხდარ გოგონებს. ცელულიტის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს ჰორმონალური პრობლემები, სისხლის მიმოქცევის შეფერხება, არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი, სტრესი, ალკოჰოლის და სიგარეტის გადაჭარბებული მოხმარება და ა.შ.  იმისათვის, რომ  დავამარცხოთ  ცელულიტი,  საჭიროა  კომპლექსური  მკურნალობა. კომპლექსურ მკურნალობაში იგულისხმება ჯანსაღი  კვება, ფიზიკური აქტივობა, მასაჟი, როგორც ხელით, ისე აპარატურული. ცელულიტის სამკურნალოდ ძალიან ეფექტურია ანტიცელულიტური ინექციები და სპა საშუალებები.

ჭარბი წონა

ჭარბი წონა ალბათ ყველაზე მტკივნეული პრობლემაა, რომელსაც ყველა ადამიანი სხვადასხვა საშუალებით ებრძვის: დიეტა, ვარჯიში, მასაჟი, აქვა აერობიკა და სხვა. დიეტების ნაცვლად გირჩევთ სწორ კვებაზე გადახვიდეთ, შემდეგ კი სხვადასხა ფიზიკურ აქტივობებს მიმართოთ, რომელიც სასურველი ფორმების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

სანიკიძე: თუ ცელულიტის მკურნალობას კომპლექსურად მივუდგებით, შედეგიც სასურველი იქნება

სწორ კვებაში იგულისხმება 4-ჯერადი დაბალანსებული კვება დღის განმავლობაში. თქვენი საკვები უნდა შედგებოდეს მრავალფეროვანი კომპონენტებისაგან: ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ვიტამინები, მინერალური ელემენტები. გახსოვდეთ,  ეს ყველაფერი საჭიროა თქვენი ორგანიზმისათვის. გაითვალისწინეთ, არ უნდა იკვებებოდეთ მხოლოდ ერთფეროვანი პროდუქტით.

აუცილებლად დაუთმეთ დრო თქვენს თავს, არ დაგენანოთ დრო და სახსრები საკუთარი სილამაზისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ!