COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით დაავადებული 12 ათასზე მეტი ადამიანი: სომხეთში სიტუაცია უარესდება

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესების გამო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა, დაწესდა საზოგადოებრივი კონტროლი
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 364 შემთხვევაა, იუწყება Sputnik-სომხეთი დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

სომხეთში პირბადით სიარული სავალდებულო ხდება - ფაშინიანი ერთმანეთის თვალთვალისკენ მოუწოდებს >>

გასულ დღე-ღამეში 547 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ხედვა სომხეთიდან: ქართულ ტურიზმს სომხების გარეშე გაუჭირდება

კორონავირუსის გართულებებისგან სულ, გასული დღე-ღამის მონაცემების ჩათვლით, გარდაიცვალა 190 ადამიანი (7 - გასულ დღე-ღამეში), სხვა მიზეზებით – 69 ინფიცირებული პაციენტი.

ახალი მონაცემებით, ინფექციისგან განკურნებულთა რიცხვია 3 720. ამჟამად მკურნალობს 8 385 ადამიანი. ქვეყანაში სულ 66 674 ტესტი ჩატარდა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან მოქმედებს, რომელიც 13 ივნისამდე გაგრძელდა. 18 მაისიდან ქვეყანაში ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, მოიხსნა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობის აკრძალვა. 4 ივნისიდან ქვეყანაში პირბადის ტარება ყველგან სავალდებულო გახდა.