მსოფლიო დღეს

რუსეთის საგარეო უწყება:ჟურნალისტები არ უნდა გახდნენ აშშ-ის პოლიციის თავგასულობის ობიექტები

მედიის წარმომადგენლის მიმართ აღმაშფოთებელ და კანონსაწინააღმდეგო სისასტიკეს ადგილი ჰქონდა თეთრი სახლის კედლებთან, განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. ვაშინგტონში თეთრი სახლის კედლებთან საპროტესტო აქციის გაშუქებისას Sputnik-ის პროდიუსერის, ნიკოლ რუსელის მიმართ პოლიციის განზრახ სასტიკ მოპყრობას მოსკოვი განიხილავს როგორც არამეგობრულ ნაბიჯს აშშ-ის მხრიდან და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ვალდებულებების აღმაშფოთებელ დარღვევას, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ორშაბათს, 1 ივნისს, Sputnik-ის პროდიუსერი ნიკოლ რუსელი დაშავდა თეთრ სახლთან პროტესტების გაშუქებისას, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა არაერთხელ გაიმეორა, რომ პრესის წარმომადგენელია და ეკეთა პრეს-ბარათი, პოლიციელებმა მას რეზინის ტყვიები ესროლეს.

ტრამპმა კუომოს უსაყვედურა, საკუთარ თავს კი მადლობა გადაუხადა

„აღშფოთებული ვართ დაუსრულებელი ძალადობით, რომელსაც იყენებენ ამერიკელი სამართალდამცველები საერთაშორისო პრესის, მათ შორის რუსულის მიმართ, რომელიც აშშ-ში საპროტესტო აქციებს აშუქებს. განზრახ სასტიკ მიპყრობას, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივნისს განხორციელდა საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროდიუსერის, ნიკოლ რუსელის მიმართ, ვაფასებთ როგორც არამეგობრულ ნაბიჯს აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან და მათი მხრიდან ჟურნალისტების უსაფრთხოების და მათი შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებების აღმაშფოთებელ დარღვევას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ კორესპონდენტმა წარადგინა პრეს-ბარათი და არაერთხელ განამარტა, რომ მედიის წარმომადგენელია, მას ესროლეს რეზინის ტყვიები, ასევე დემონსტრანტების დასაშლელად არსებული სპეციალური ხელყუმბარა. შედეგად Sputnik-ის პროდიუსერმა მიიღო მრავალრიცხოვანი ტრავმები, მათ შორის ცეცხლსასროლი ჭრილობა. თუმცა ამაზე ამერიკელი „მართლწესრიგის მსახურები“ არ შეჩერდნენ: ერთ-ერთმა პოლიციელმა ის წააქცია და ფეხებით გადათელა“, - ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ნგრევა, არეულობა და მასობრივი პროტესტი: რა ხდება აშშ-ში – ფოტო >>

სამინისტროში აღნიშნეს, რომ „პარადოქსულია, მაგრამ ამ აღმაშფოთებელ და უკანონო სისასტიკეს მედიის წარმომადგენლის მიმართ, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების გარანტია, ადგილი ჰქონდა თეთრი სახლის კედლებთან, რომელიც ამერიკას როგორც დემოკრატიის ეტალონს პოზიციონირებს“.