COVID-19 - ბოლო ცნობები

ერთ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 325 შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 6 260 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3665 პაციენტი გამოჯანმრთელდა
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 325 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის განცხადებით, ერთ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 101 ადამიანი, ხოლო ხუთი მოქალაქე გარდაიცვალა.

სახიფათო ინფექცია მეზობლად: სომხეთში 4 წლის ბავშვს უცნობი სინდრომი დაუდგინდა

თებერვლის ბოლოდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 6 260  ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3665 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 - გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 2519 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 61 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 78 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 315 527 ტესტირება ჩატარდა.