იზრდება იმ თვითდასაქმებულების რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან დახმარება მიიღეს

კომპენსაციების გაცემა 28 მაისს დაიწყო და ამჟამად სახელმწიფოს დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, 15 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სახელმწიფოს კომპენსაცია 2020 წლის პირველ კვარტალში პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილმა 72 ათასმა პირმა და 51 ათასზე მეტმა თვითდასაქმებულმა მიიღო, განუცხადა ჟურნალისტებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ველთაურმა.

გახარია: ფულადი კომპენსაცია უკვე 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო>>

მისი თქმით, კომპენსაციების ჩარიცხვა 28-29 მაისს დაიწყო. ფულადი დახმარება უკვე მიიღო 51 ათასზე მეტმა თვითდასაქმებულმა ადამიანმა. ეს არის 15 365 ათასი ლარი.

„რაც შეეხება შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულებს, მათი რიცხვი ამ მომენტისთვის შეადგენს 72 ათას ადამიანს. მათზეც მოხდა კომპენსაციების ჩარიცხვა 14 435 ათასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ველთაურმა.

საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს კორონავირუსის პანდემიის შედეგების გადალახვის მიზნით. გეგმის თანახმად, ქვეყნის თვითდასაქმებული მოქალაქეები ერთჯერადად 300 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ამისთვის ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.

კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ

რეგისტრაციის პროცესი 6 კვირა – 2020 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება. თვითდასაქმებული პირებისთვის, რომლებიც უკვე დარეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და შემოსავალი დაკარგეს 2020 წლის აპრილიდან, საკმარისი იქნება ფორმის შევსება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე https://www.moh.gov.ge/. ეს ჯგუფი მოიცავს: ფიზიკურ პირებს მცირე ბიზნესის სტატუსით, ფიზიკურ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებულ დაბეგვრით საქმიანობას, მეწარმეებს მიკრობიზნესის სტატუსით და ინდივიდუალურ მეწარმეებს.

განაცხადში აუცილებელია სახელის, გვარის, პირადი ნომრის, კონტაქტური მონაცემების (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი), საბანკო რეკვიზიტების მითითება.

ამ ჯგუფის მოქალაქეები კომპენსაციის მიღების თაობაზე შეტყობინებას მიიღებენ ვებ-გვერდზე eservices.rs.ge, პირად გვერდზე.

ელექტრონული რეგისტრაციის განსხვავებული პროცედურებია გათვალისწინებული იმ თვითდასაქმებული პირებისთვის, რომლებიც შემოსავლების სამსახურის ბაზაში არ არიან.

სახელმწიფოსგან დახმარების მისაღებად მათ ელექტრონული სახით უნდა წარადგინონ იმის მტკიცებულება, რომ შემოსავლის წყარო ჰქონდათ 2020 წლის აპრილამდე. 

საქართველოში ათასობით ფერმერმა საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები უკვე მიიღო

მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ამონაწერი ბანკიდან, ცნობა, ნებართვა ან ლიცენზია, რომელიც გასცეს ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა, ან იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შემოსავალს ან ეკონომიკურ საქმიანობას. მათ ასევე უნდა შეავსონ სტანდარტული ფორმა, მიუთითონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი), საბანკო რეკვიზიტები.

ის, ვინც დარეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში, კომპენსაციას მიიღებს 10 სამუშაო დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც შემოწმდება მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია.

მათ, ვინც ბაზებში არ არის რეგისტრირებული, ლოდინი მოუწევთ, სანამ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სამუშაო ჯგუფთან შეამოწმებს ყველა მონაცემს და ორი კვირის შემდეგ დასკვნას უწყებათშორის კომისიას წარუდგენს. ეს ადამიანები თანხას 10 სამუშაო დღის განმავლობაში მხოლოდ კომისიის დასტურის შემდეგ მიიღებენ.

9 მილიონის გრანტები სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის – როგორ მოვიპოვოთ>>

იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ განაცხადი ელექტრონული სახით, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს სერვის-ცენტრებს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც მათ ცენტრების ადგილობრივი თანამშრომლები დაეხმარებიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვიის „ცხელ ხაზზე“ – 15-05.