თბილისი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებად დასახელდა

ბათუმი დასახელდა უსაფრთხო მიმართულებად არამარტო კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ კრიმინალის დაბალი დონის კუთხით
Sputnik

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. ერთბაშად საქართველოს ორი ქალაქი - თბილისი და ბათუმი - ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების პირველ ათეულში მოხვდა ევროპელებში პოპულარული პლატფორმის ვერსიით European Best Destinations.

რეიტინგში თბილისი პირველ ადგილზეა, ბათუმი კი მეშვიდე ადგილზე მოხვდა.

ტურიზმი პირბადით: რა გამოწვევების წინაშეა სექტორი კორონავირუსის პანდემიის გამო 

სტატიაში პორტალი ხაზს უსვამს COVID-19-თან მიმართებაში საქართველოს მიღწევებს, თბილისსა და ბათუმს კი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ 10-ში ასახელებს.

„ბათუმი საოცარი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც დასამახსოვრებელ ემოციებს დაგიტოვებთ. ბათუმში თითქმის შეუძლებელია მოიწყინო, რადგან აქ კომბინირებულია ზღვა, მთა, გართობა, დასვენება, ეკოტურიზმი, ბუნებაში ლაშქრობა, საყიდლებზე სიარული, კულტურა, გასტრონომია, ღვინო და მრავლადაა გასართობი აქტივობები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბათუმი ევროპაში უსაფრთხო მიმართულება არა მარტო კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ კრიმინალის დაბალი მაჩვენებლითაცაა. ევროპის დედაქალაქებთან შედარებით აქ კრიმინალის დონე ხუთჯერ დაბალია.

ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რომ თავად გამოსცადოთ უძველესი ისტორიული ადგილების კონტრასტი თანამედროვე ცხოვრების წესთან.

დასვენება პანდემიის დროს: როგორ იმუშავებენ სასტუმროები საქართველოში

European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: კორფუ (კუნძული საბერძნეთში), ცავტატი (ხორვატია), აზორის კუნძულები (პორტუგალია), ზაგრები (ხორვატიის დედაქალაქი), ვარშავა (პოლონეთის დედაქალაქი), ვენა (ავსტრია), ვილნიუსი (ლიეტუვა), გდანსკი (პოლონეთის საპორტო ქალაქი), რიგა (ლატვიის) და ა.შ.

European Best Destinations არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა- პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი >>

ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations. com, ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, რომელიც მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ აწვდის ინფორმაციას.