7 შეცდომა, რომლითაც შვილებს ბავშვობას ვუნგრევთ

ბავშვობის განუმეორებელი წლები მხოლოდ ერთხელ გვაქვს, ის არასოდეს მეორდება და უკან არ გვიბრუნდება.  ამ წლებს მთელს ჩვენს დანარჩენ ცხოვრებაზე  განსაკუთრებული გავლენა აქვს.
Sputnik

როდესაც ვიზრდებით, მხოლოდ შემდეგ ვფიქრობთ  და ვაანალიზებთ იმას, რასაც ბავშვობა გვთავაზობდა, კარგსაც და ცუდსაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მშობლის პასუხისმგებლობაა, ისე დაიცვას და იზრუნოს შვილზე, რომ მის ბავშვობას საფრთხე არ მიადგეს. თავისთავად, ყველა ცუდ მოვლენას თავიდან ვერ ავიცილებთ, თუმცა არსებობს გზები, რომ ბავშვმა ეს ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანოს და მის ბავშვობას ზიანი არ მიადგეს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით იმ შეცდომებზე გესაუბროთ, რასაც მშობლები ბავშვების აღზრიდასას უშვებენ და აზიანებენ მათ ბავშვობას, ბავშვობას, რომელიც უკან აღარ ბრუნდება.

7 შეცდომა, რომლითაც შვილებს ბავშვობას ვუნგრევთ

1. ბავშვებს ისე ვექცევით, როგორც დიდ ადამიანებს

ხშირად მშობლები  შვილებს ისე ექცევიან, როგორც უფროსებს, თუმცა ისინი ნამდვილად არ არიან დიდები, ისინი ბავშვები არიან. მათ არ აქვთ იგივე უნარები, რაც უფროსებს, არ შეუძლიათ ინფორმაციის დამუშავება და სრულყოფილად გააზრება, რადგან მათი ტვინი ბოლომდე არ არის განვითარებული. ისინი ემოციურად და გონებრივად არ არიან მომწიფებულები იმისთვის, რომ პასუხი ისე მოვთხოვოთ, როგორც დიდებს. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ბავშვები აბსოლუტურად მსგავსად აზროვნებენ, როგორც ჩამოყალიბებული ადამიანები.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მიგვყავს ბავშვები რესტორანში და მერე მათი საქციელით ვღიზიანდებით. ეს მიუღებელია. ისინი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც მათ ასაკს შეეფერება. ამიტომ, არ წავიყვანოთ პატარები ისეთ ადგილებში, სადაც მათი ქცევა ჩვენთვის გამაღიზიანებელი იქნება. ამით ბავშვებს გულს ვატკენთ და ვერც მიხვდებიან, რის გამო. ვიდრე ორი წლისები არიან, ზუსტად ისე მოიქცევიან, როგორც ორი წლის ბავშვები.

დაიმახსოვრეთ, ისინი მხოლოდ ერთხელ არიან ბავშვები და დაე, იყვნენ ბავშვები.

უზარმაზარი იასამნისფერი მოდური ნაწნავი – ნატალია ყიფშიძის რადიკალური ცვლილება

2. პატარებს მეტისმეტად გადატვირთული განრიგი აქვთ

ძალიან ბევრი ბავშვია, რომლებიც   მკაცრად გაწერილი განრიგით ცხოვრობენ. მთელი დღე სკოლაში არიან, გაკვეთილების შემდეგ სხვადასხვა აქტივობები აქვთ, იქნება ეს ცეკვა, სიმღერა, სპორტი და ა.შ. შემდეგ კი საშინაო დავალებების შესრულების დროც მოდის. 

დღის ბოლოს კი მათ საერთოდ არ აქვთ  თავისუფალი დრო, რომ იყვნენ უბრალოდ ბავშვები.  ისინი სტრესში  ცხოვრობენ,  ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ და გიჟური გრაფიკი შეინარჩუნონ. დროა, გადავხედოთ იმ ყველა აქტივობას, სადაც ბავშვები დაგვყავს. სჭირდებათ კი მათ ეს ყველაფერი  ბავშვობის წართმევის ფასად?

ბოლო დროს მოდური გახდა, თითქმის ჩვილობიდან,  ბავშვის სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა. მუსიკის გაკვეთილებიდან დაწყებული,სპორტი, ენების შესწავლა და ეს გრძელდება დაუსრულებლად. მათი დანარჩენი ცხოვრებაც ამ სისწრაფით მიექანება, თითქოს ერთგვარ მარათონში არიან ჩაბმულები.

„თომა შრომობს“ – როგორ გაიზარდა ყოფილი პირველი ლედის და პრეზიდენტის უმცროსი ბიჭი

უფროსებს გვავიწყდება, რომ ბავშვობა სწორედ ის დროა, როდესაც მათ დამატებითი დასვენება სჭირდებათ, რადგან სწორედ ამ დროს იზრდებიან როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. რა თქმა უნდა, მშვენიერია მათი გონებისა და სხეულის ზრდის სტიმულირება დამატებითი აქტივობით, თუმცა ზომიერება აუცილებელია.

გაითვალისწინეთ, ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  თავისუფალი დრო თამაშისა და  წარმოსახვის განვითარებისთვის. თამაშის შეზღუდვა უარყოფითად იმოქმედებს მის განვითარებაზე.  ამერიკის პედიატრიის აკადემია ნათლად განმარტავს თამაშის დროის ხანგრძლივობის მნიშვნელობას: „თამაში აუცილებელია განვითარებისთვის, რადგან ის ხელს უწყობს ბავშვების  შემეცნებით, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობას.”

3. ფიზიკური, ან ემოციური ძალადობა

არავინ დავობს იმაზე, რომ ფიზიკური ძალადობა ბავშვს წარმოუდგენელ ზიანს აყენებს. ასეთივე საზიანოა ემოციური ძალადობაც.  ხშირად  ზოგი მშობელი ვერც კი ხვდება, რომ ბავშვზე ემოციურად ძალადობს.

 სიტყვები წებოსავითაა. შეუძლებელია მათი წაშლა გონებიდან.  როდესაც ბავშვს   ცუდს, მახინჯს ან რაიმე დამამცირებელს ვუწოდებთ, მათ არასოდეს დაავიწყდებათ.  განსაკუთრებით მტკივნეულია ეს სიტყვები მაშინ, როდესაც  მშობელმა თქვა. არ არსებობს ვინმეს სიტყვები, რომელსაც შეუძლია უფრო მეტი ზიანი მიაყენოს პატარას, ვიდრე მშობლის ნათქვამმა. ფრთხილად იყავით სიტყვებთან!  თუ გსურთ  ბავშვის რაიმე ქცევის გამოსწორება, ისე ესაუბრეთ, როგორც პიროვნებას.

თუ მოზარდი არ აჯანყდა, არ აქვს პრობლემა მშობელთან, ე.ი. ნორმალურად ვერ ვითარდება

4. ბავშვებისგან მოველით, რომ პრობლემებს უფროსებივით მოაგვარებენ

ბავშვებს არ ავკიდოთ ჩვენი პრობლემები. პირიქით, სწორედ მშობლის მოვალეობაა, დაიცვან შვილები საკუთარი პრობლემებისგან.  ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების მოხმარება თუ სხვა სახის დამოკიდებულებები ის პრობლემებია, რომლებსაც ბავშვი ვერ უნდა ხედავდეს.

ძალიან გავრცელებული მიზეზი, რის გამოც დღეს ბავშვები ზიანდებიან, მშობლების განქორწინებაა.  როდესაც ერთი მშობელი ცდილობს  შვილი მეორე  მშობლის წინააღმდეგ მიმართოს, ეს დიდ ემოციურ დატვირთვას იწვევს პატარაში.  თუ განქორწინებული ხართ, ნუ ილაპარაკებთ თქვენს ყოფილზე  ცუდად შვილის თანდასწრებით!  ბავშვი ამას ძალიან განიცდის, რადგან მისი ერთი ნახევარი თქვენი  ნაწილია, მეორე კი მეორე მშობლის.

5. ზეწოლა წარმატების მისაღწევად

ბავშვებზე ზეწოლა წარმატების მისაღწევად საკმაოდ გავრცელებულია.  მშობლებს უნდათ მათი შვილები საუკეთესოები იყვნენ. ეს კი მათთვის დიდი სტრესია.  ნება მიეცით საკუთარი სურვილით  გააკეთონ ყველაფერი. დიდი განსხვავებაა წახალისებასა და ზეწოლას შორის. ეცადეთ,   შვილის გამამხნევებელი იყოთ და არა ემოციურად მოძალადე.

დედებისთვის – თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს

6. სოციალური იზოლაცია

ბავშვები სხვა ბავშვების გარემოცვაში უნდა იყვნენ. მხოლოდ უფროსებთან ურთიერთობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თანატოლებთან ურთიერთობის უნარს.  მათ რეგულარული კავშირი  უნდა ჰქონდეთ თავისი  ასაკის ბავშვებთან,  რათა  სოციალური უნარ-ჩვევები განუვითარდეთ. ცხოვრების  პირველი რამდენიმე წელი უმნიშვნელოვანესი  პერიოდია, როდესაც პატრებმა დიდი დრო  უნდა გაატარონ სხვა ბავშვებთან. სწორედ ეს უვითარებთ მათ  სოციალური ადაპტაციის უნარს.

უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე თანატოლები იმაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ერთმანეთის ცხოვრებაში, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო წარმოგვედგინა. ცხოვრების პირველი ორი ან სამი წლის განმავლობაში მიღებული  გამოცდილება  უდიდეს  გავლენას ახდენს ბავშვების მომავალ განვითარებაზე. მათი სწორი განვითარება კი დამოკიდებულია თანატოლებთან სწორ ურთიერთობაზე.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „შეფასების ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა“

7. მისაბაძი ადამიანები

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მისაბაძი ადამიანი ჰყავდეს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო  მათ სწორად შესარჩევად.  გსურთ ეს თუ არა, ყველაზე ხშირად სწორედ  მშობლები არიან ბავშვებისთვის  კერპები. ამიტომ, კარგად დაფიქრდით: ისე იქცევით, რომ ბავშვში აღტაცებას იწვევდეთ?  გსურთ თქვენმა შვილმა გაიმეოროს თქვენი ქცევები?

იყავით დადებითი მაგალითი თქვენი ბავშვისთვის, რადგან ისინი ყურადღებით აკვირდებიან, უთვალთვალებენ და იმეორებენ  ყველაფერს, რასაც არ უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში.

 

წყარო: www.lifehack.org